საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქართველებს ამ წარმატებას ულოცავს.
“საქართველო, გილოცავ ამ ისტორიულ დღეს! ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო! დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს მისწრაფებების, მისი მრავალწლიანი ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარება! საქართველოს ხელისუფლების ნება, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი რეალობად აქციოს, უცვლელი რჩება. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა საბოლოო მიზნამდე – ევროკავშირში გაწევრიანებამდე!” – წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…